ახალი ამბები

ყველას მოვუწოდებთ, ზაფხული საქართველოში გაატარონ — აშშ-ის ელჩის მ/შ

3 ივლისი, 2019 • 1187
ყველას მოვუწოდებთ, ზაფხული საქართველოში გაატარონ — აშშ-ის ელჩის მ/შ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი მოუწოდებს ყველას, გაატარონ ზაფხული საქართველოში. ეს მოწოდება ინგლისურად #Spend Your Summer In Georgia მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა საქართველოსთან ფრენები გააუქმა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო.

3 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს გამართულ მიღებაზე ელიზაბეტ რუდმა ჟურნალისტების კითხვაზე, რას იტყოდა რუსეთის სანქციების საპასუხოდ, განაცხადა:

„საქართველო არის ძლიერი ქვეყანა, მედგარი ქვეყანა, მას აქვს შეერთებული შტატებისა და სხვა მრავალი პარტნიორის სრული მხარდაჭერა. საქართველოს შეუძლია, გაუმკლავდეს გამოწვევებს, რის წინაშეც ახლა დგას და ჩვენ, ყველანი ამერიკის საელჩოში, ძალიან მოხარულები ვართ და პატივი გვაქვს, გავატაროთ ზაფხული აქ, საქართველოში“. ჟურნალისტების კითხვაზე, ურჩევს თუ არა სხვებსაც, გაატარონ ზაფხული საქართველოში, დასძინა:

„აუცილებლად. ყველას მოვუწოდებთ, რომ გაატარონ ზაფხული საქართველოში“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი