ახალი ამბები

მიხარია, რომ რუსთაველზე დგანან ისეთი ადამიანები, ვისაც მე ძალიან არ მოვწონვარ – უგულავა

3 ივლისი, 2019 • 1412
მიხარია, რომ რუსთაველზე დგანან ისეთი ადამიანები, ვისაც მე ძალიან არ მოვწონვარ – უგულავა

“მიხარია, რომ რუსთაველზე გადიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალიან არ მოვწონვარ მე. მე ხომ ჩემ თავს არ მოვატყუებ. არა არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც ყველას მოსწონს”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა ტვ პირველის ეთერში, პოლიტმეტრში სტუმრისას.

“რატომ მიხარია? ჯერ ერთი, მინდა გავუწბილო [იმედი] მას, ვისაც მე არ ვუყვარვარ, როგორც მე ვიტან სხვას, ასევე უნდა ამიტანოს მანაც.  ორგანიზატორების დამოკიდებულება სწორი და ჯანსაღია. მათ ძველი გამოცდილებიდან, როცა გახარიამ ბასიანი დაარბია, მიიღეს [ცოდნა], რომ პარტიების გარეშე დემოკრატია არ არსებობს. პარტიებია დემოკრატიის საფუძველი. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული და პოლიტიკური პროტესტი, აქ პარტიები უნდა მონაწილეობდნენ. პარტიების მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, ცხადია, სკეფსისი არის. ესეც უნდა გავითვალისწინო. ამიტომ, მე ვიქნები თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, პირადი ეგო გვერდზე უნდა გადავდოთ. უნდა ისე მოვეხმაროთ ამ პროტესტს, როგორც ეს ოპტიმალური იქნება შედეგის მისაღწევად”, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ “არ გვინდა პოლიტიკოსები” – დემონსტრაციები ფიასკოთი მთავრდება:

“თუმცა მარტო პარტიული აქცია გავაკეთოთ და პარტიულად შევუტიოთ, ესეც ფიასკოთი მთავრდება, რადგან პარტიული აქტივის ხელისუფლებას არ ეშინია და მოთხოვნების [დაკმაყოფილებაზე] არ წავა.

რატომ მიხარია მე იმ ადამიანების არსებობა აქციაზე, ვისაც მე არ მოვწონვარ? ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან განსხვავებულ ადამიანებს აქვს ერთი საერთო მოთხოვნა და პროტესტი”, – განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ზეპარტიულია და ამას ეს გარემოებაც უჩვენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი