მექსიკის ქალაქ გვადალახარაში ძლიერმა სეტყვამ გზები დაფარა. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ყინულის სიმაღლემ 3 მეტრსაც მიაღწია.
ადგილობრივი გუბერნატორის, ენრიკე ალფაროს თქმით, აქამდე მსგავსი ფაქტის მომსწრე არ ყფილა. ის ამ შემთხვევას კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.
სეტყვის შედეად 200-მდე საცხოვრებელი სახლი და 50-მდე ავტომობილი დაზიანდა. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადილობრივი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, გზების გაწმენდაში სამხედრო და მძიმე ტექნიკაა ჩართული. ასევე, მთავრობის განცხადებით, ისინი დაეხმარებიან მოქალააქეებსაც, რომელთა სახლებიც სეტყვის შედეგად დაზიანდა.