ახალი ამბები

“ვგმობთ ოკუპაციას” – “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხნიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

2 ივლისი, 2019 • 2252
“ვგმობთ ოკუპაციას” – “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხნიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა” აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს და კრემლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ გმობენ.

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ისევე როგორც სრულიად საქართველო, გმობს რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც კომპანია აცხადებს, წლების განმავლობაში ღვინის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული იყო ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელთანაც მათ საქმიანი ურთიერთობები გააჩნდათ:

რუსეთის საექსპორტო ბაზრებზე, სხვა უამრავი კომპანიის თუ ბიზნესის მსგავსად, კახური ტრადიციული მეღვნეობაც ინარჩუნებს მხოლოდ საქმიან პოზიციებს. თუმცა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გათვალისწინებით, ქარხნის ტერიტორიაზე რუსეთის დროშა აღარ არის აღმართლი”.

ინფორმაცია, რომ “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებდა, Laboratorium.ge-მ გუშინ გაავრცელა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამ კომპანიის მიმართ კრიტიკა მოჰყვა.

“კახური ტრადიციული მეღვინეობა” იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლის პროდუქციაც რუსეთში 24 ივნისს არ შეუშვეს. რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ხარისხი უარესდება და ისინი კონტროლს ამკაცრებენ.

ამავე თემაზე:

ღვინის ეროვნული სააგენტო:  საფუძველი არ არსებობს, ქართული ღვინის ხარისხი ეჭვქვეშ დადგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი