ახალი ამბები

აქცია რუსთაველზე დასრულდა – შემდეგი აქცია 2 ივლისს ისევ 19 საათზე გაიმართება

1 ივლისი, 2019 • 1122
აქცია რუსთაველზე დასრულდა – შემდეგი აქცია 2 ივლისს ისევ 19 საათზე გაიმართება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მე-12 დღე დასრულებულია. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.

ორგანიზატორტა ცნობით, კვლავ დაიგეგმება “თავისუყფლების მარში” და მნიშვნელობა არ აქვს, ყოველდღე აქციაზე რამდენი ადამიანი მივა. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე შიმშილობას აგრძელებს რამდენიმე ახალგარდა, რომელთაგან ერთის ჰოსპიტალიზება დღეს გახდა აუცილებელი.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი