ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩხრეკა რადიო თავისუფლების ბაქოს ოფისში

26 დეკემბერი, 2014 • • 1034
ჩხრეკა რადიო თავისუფლების ბაქოს ოფისში

ამ დროისთვის რადიო თავისუფლების ოფისში გათიშულია ინტერნეტი, სატელეფონო ქსელი, და ჟურნალისტებს კომპიუტერებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. 


 

ადვოკატის, ილჩინ იმანოვის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, სამართლდამცავებმა ოფისის თანამშრომლებს ნება დართეს ჩხრეკას რადიოს ორი თანამშრომელი დაესწროს. 

 

 

 

რადიო თავისუფლების ბაქოს ბიურო აზადლიგი ბიზნესცენტრ Caspian Plaza-ს ოფისში მდებარეობს. 


5 სექტემბერს აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ბაქოში IREX-ის ოფისი გაჩხრიკეს. ეს არის აშშ-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებსა და თავისუფლებებს. ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინეს, ისე, როგორც სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა, მათ შორის – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” (TI) და “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI).


მიმდინარე თვეში აზერბაიჯანში ცნობილი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი