დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს, თუმცა იგი გამიჯნულია იქ მიმდინარე მოვლენებისგან. კითხვაზე, არის თუ არა “ქართული საქმე” საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა უკრაინაში, პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველო უკრიანისგან გამიჯნულია – სწორედ მისი ამ მოსაზრების გამო დაუსვა “ტაბულამ” პრემიერს შეკითხვა, მიიჩნევს თუ არა პუტინს საქართველოს და უკრაინის საერთო მტრად, რაზეც ღარიბაშვილმა არ უპასუხა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები ქართველ ჯარისკებთან აწარამოებდნენ მოლაპარაკებებს, რომ დათმონ საქართველოს მოქალაქეობა, შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ:
„ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისკენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამას ჰქონდა ადგილი. ის, რომ ძალიან გაგიკვირდათ თავდაცვის სამინისტროს განცხადება, მე ვთქვი, რომ სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა, თუმცა მინისტრი ან პოლიტიკოსი თუ გააკეთებდა ამ განცხადებას, არაფერი უჩვეულო ამ განცხადებაში არ ყოფილა. ის ნაწილი, რაც მე გამოვყავი, ამაზეც ნუ დაიწყებთ სპეკულაციას. პირდაპირი მოწოდება და საუბარი მიდის ჩვენ ჯარისკაცებთან, რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას და მიწა-წყალს, მათთან მიდის მტრული, მოღალატეობრივი საუბარი. მე გეტყვით, რომ ადგილი ჰქონდა მსგავს განცხადებებს, ეს არის ღალატისკენ მოწოდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ტაბულას” შეკითხვას, არის თუ არა ღალატი უკრინაში ბრძოლა, ღარიბაშვილმა უპასუხა:
„ღალატი არის ის, რომ მოუწოდო შენს ჯარისკაცს, დატოვოს საქართველოს შეიარაღებული ძალები და ანაზღაურების სანაცვლოდ წავიდეს სხვაგან და იომოს. ეს არის ღალატი, როცა ცდილობ ანგარებით გადაიბირო ჯარისკაცი, მოსწყვიტო საკუთარ მიწა-წყალს. როცა სახელმწიფო არის გამიჯნული ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციისგან, დაუშვებელია მსგავსი მოწოდებები. ჩვენ სადაც ვმონაწილეობთ, ჩვენ ამას ვაცხადბთ, ეს არის ავღანეთის მისია და აფრიკაში ჩვენი მისაი, დანარჩენში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ჯარისკაცები მონაწილეობენ იქ, სადაც მონაწილეობს სახელმწიფო“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.





