ახალი ამბები

“შერატონში” “ოცნების” პრეზენტაციაა, გარეთ აქცია მიმდინარეობს [LIVE]

1 ივლისი, 2019 • 778
“შერატონში” “ოცნების” პრეზენტაციაა, გარეთ აქცია მიმდინარეობს [LIVE]

სასტუმრო ‘შერატონთან’, სადაც “ქართული ოცნება” საკონსტოტუციო ცვლილებების პროექტის პრეზენტაციას მართავს, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება, აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

როგორც ნეტგაზეთს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, ისინი არ აპროტესტებენ “ქართული ოცნების” პროექტს, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. მაქარაშვილის თქმით, პირიქით, ისინი ამას მიესალმებიან და ეს მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

მაქარაშვილის განმარტებით, ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან, შეეცდებიან, რომ ახლოდან გააგონონ მათი მოთხოვნის თაობაზე, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომას ეხება.

მმართველი პარტიის რამდენიმე წევრი აქციის მონაწილეებმა სასტვენების და შეძახილების (“სირცხვილი”) ფონზე შეაცილეს შენობაში, დიპლომატებს კი, მაგალითად ლიეტუვის ელჩს, მომიტინგეები ტაშით შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი