ახალი ამბები

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თიბისი ბანკის აქციების 1.8% 2021 წლამდე დააგირავეს

1 ივლისი, 2019 • 738
ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თიბისი ბანკის აქციების 1.8% 2021 წლამდე დააგირავეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის აქციების 1.8% კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია Renaissance Securities-ზე 2021 წლამდე დააგირავეს.

TBC Bank Group PLC-ის მიერ გამოქვეყნებული რელიზის მიხედვით, აქციების ამ მოცულობის გასხვისების შემდეგ, ხაზარაძე ბანკში აქციების 11.89%-ს, ხოლო ჯაფარიძე 6.37% ფლობს. ამასთან, ხაზარაძე და ჯაფარიძე  TBC Bank Group-ში დირექტორისა და მოადგილის პოსტებს კვლავ ინარჩუნებენ.

28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაზე თიბისი ბანკის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით ასხვისებენ. TBC Bank Group-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აქციების ამ წილის გასხვისება ფინანსურ ინსტიტუტზე მოხდება იმ პირობით, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჯაფარიძე და ხაზარაძე მას გამოისყიდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი