ნეტგაზეთი | მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, ის კონტაქტურია — სამინისტრო მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, ის კონტაქტურია — სამინისტრო – Netgazeti
Batumelebi | RU

მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, ის კონტაქტურია — სამინისტრო

„მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კონტაქტურია“, — იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

ცენტრის ფეისუბკის გვერდმა 30 ივნისს 17:00 საათისთვის დაპოსტა დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის ეს სიტყვები. ეს პაციენტი „ევექსის“ რეგიონულ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას.

მასთან ერთად ევექსში მკურნალობს კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც მძიმედ რჩებოდა, თუმცა 29 ივნისს ნეტგაზეთს კლინიკაში უთხრეს, რომ იგი მოხსნეს მართვითი სუნთქვიდან მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გაუუმჯობესდა.

თალაკვაძის თანახმად, ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას კვლავ 6 პაციენტი განაგრძობს.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

ნახეთ ასევე:

დემონსტრაციაზე წართმეული თვალები და ბეწვზე გადარჩენილი მხედველობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com