ახალი ამბები

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების 5 დამატებითი მარშრუტი ამოქმედდება — მერია

30 ივნისი, 2019 • 1607
ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების 5 დამატებითი მარშრუტი ამოქმედდება — მერია

თბილისის მერია აცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 1-დან 24 ივლისის ჩათვლით, დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე 5 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს.

მერიის თანახმად, ავტობუსები საგამოცდო დღეებში იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით — 50 თეთრად მოემსახურებიან.

ეს მარშრუტებია:

  • მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N175 საჯარო სკოლა

ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს, იგივე მარშრუტს გაივლის უკუმიმართულებითაც.

  • მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N39, N173 და N177 საჯარო სკოლები

ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის N39 და N173 საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით N177 საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება.

  • მეტროსადგური „ვარკეთილი“ – N117 საჯარო სკოლა

ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება.

  • მეტროსადგური „სამგორის“ ზედა გასასვლელი – N103 საჯარო სკოლა

ავტობუსი მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით, კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს.

  • მეტროსადგური „დიდუბე“ – N147 საჯარო სკოლა

ავტობუსი წერეთლის გამზირიდან რობაქიძის გამზირზე გადავა და პაიჭაძის ქუჩაზე ჩაუხვევს. ავტობუსი უკუმიმართულებით იგივე მარშრუტს გაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი