ახალი ამბები

პარლამენტმა საყდრისის თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

25 დეკემბერი, 2014 •
პარლამენტმა საყდრისის თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

დღეს საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მოქალაქეთა ჯგუფმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა განაცხადებაში ნათქვამია, რომ სურთ შეახსენონ პარლამენტს, რომ ის ვალდებულია, დაიცვას კანონის უზენაესობა და “არ უნდა გაიღოს მსხვერპლად უნიკალური კოლტურული მემკვიდრეობა რომელიმე კერძო კომპანიის ერთჯერადი მოგებისთვის”.

 

საყდრისი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი