უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ უმაღლესი რადის არჩევნებში, — იუწყება პარტიის ფეისბუკის გვერდი.
29 ივნისს „ახალ ძალთა მოძრაობას“ უზენაესმა სასამართლომ ნება დართო, მიიღოს მონაწილეობა უმაღლესი რადის (უკრაინული პარლამენტის) არჩევნებში.
ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნა მოქალაქეობა. ამის შემდეგ უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა მის პარტიას რეგისტრაციაზე.
პარტიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და პროცესი მოიგო; 29 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. არჩევნები 21 ივლისსაა დაგეგმილი.