ახალი ამბები

“გახარიას გადადგომა ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა” – აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

29 ივნისი, 2019 • 1395
“გახარიას გადადგომა ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა” – აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, იურისტი გიორგი ნონიაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გადადგომის გარდა აქციას სხვა მიზანი და მოთხოვნა არ აქვს.

“ჩვენ დაგვრჩა ერთი მოთხოვნა: გიორგი გახარიას გადადგომა. ამ აქციის ფარგლებში სხვა მოთხოვნა არ არსებობს და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ არაკონსტიტუციურ ან ძალადობრივ პროცესს პოლიტიკაში… და ხელისუფლების წასვლას არაკონსტიტუციური გზებით რევოლუციური იქნება თუ სხვა… 2020 წელს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ის, ვინც უნდა”, – ამბობს ნონიაშვილი.

“ქართულმა ოცნებამ” დააკმაყოფილა აქციის მონაწილეთა მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩატარებაზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეულის ნაცვლას პროპორციული წესით ჩატარების პირობა დადო. ამასთან, საპატიმრო დატოვა ყველა დაკავებულმა, რომლებსაც ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. მათ ნაწილს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა შეუმცირა, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა არ გაუუქმა.

სხვადასხვა პოლიტიკოსი, რომელიც აქციებს შეუერთდა, მედიისთვის მიცემულ კომენტარებში განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებს, მათ შორისაა ვადამდელი არჩევნები და მთავრობის გადადგომა, რის შესახებაც სანდრა რულოვსმა გააკეთა განცხადება.

ამჟამად, რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი