რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს სახელწოდებით – “თავისუფლების მარში”. აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
მსვლელობა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციათა სერიის (“სირცხვილია”) ორგანიზატორებმა დააანონსეს. დემონსტრაციას ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ, რომლებიც ასევე ითხოვენ გახარიას გადადგომას.
გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები მე-10 დღეა მიმდინარეობს.