აქტივისტებმა ზუგდიდში პატრიოტთა ალიანსის აქცია გააპროტესტეს

ზუგდიდში, სადაც დღეს პატრიოტთა ალიანსის აქცია მიმდინარეობს, პუტინის პლაკატი გამოაკრეს, რომელიც უკრაინასა და საქართველოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას სიმბოლურად განასახიერებს.

ფოტო © ნინო კემულარია

ლაივპრესის ცნობით, “აქტვისტებს, ცაბუნია ვართაგავას და როსტომ ზარანდიას, ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, რაც ქვეყნის ევროპული კურსის უალტერნატივობაზე მეტყველებს”.

ლაივპრესის ინფორმაციით, აქციას გამოეხმაურნენ პატრიოტთა ალიანსის დემონსტრაციაზე სიტყვით გამომსვლელებიც. მიმართეს შენობის სახურავზე მყოფ აქტივისტებს, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან არც მათ სურთ პუტინის რევანშისტული საქართველო.

გამოცემის ცნობით, მალევე აქტივისტებთან ავიდნენ სამართალდამცველები და მათ პლაკატი ჩამოხსნევინეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com