საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “რაინეართან” მოლაპარაკებები გრძელდება და იმედს გამოთქვამს, რომ ავიაკომპანია ფრენებს საქართველოში 2020 წლიდან დაიწყებს, რისი დიდი ალბათობაც, მისი თქმით, არსებობს:
“ჩვენ უნდა გვესმოდეს სპეციფიკა. იმისთვის, რომ 2020-ში დაიწყოს რაინეარის ფრენები და ამის ძალიან, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, ჩვენ 2019-ის ბოლომდე ინტენსიურად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება, სადაც იყო გარკვეული ფრენები, რომელიც ემთხვეოდა არსებულ ფრენებს და ჩვენი ამოცანაა, აქცენტი გავაკეთოთ ახალ ფრენებზე, საიდანაც მეტი ახალი ტურისტი შემოვა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, 2019-ის ბოლომდე მოვრჩებით და 2020- დან დაიწყება ფრენები” ,- ამბობს ნათია თურნავა.