ახალი ამბები

არ შემოვუშვებთ – შს მინისტრი გავრილოვის ხელახალ ვიზიტზე

28 ივნისი, 2019 • 1501
არ შემოვუშვებთ – შს მინისტრი გავრილოვის ხელახალ ვიზიტზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს საქართველოში არ შემოუშვებს.

“არ შემოვუშვებ, არ შემოვუშვებ”, – განაცხადა გახარიამ სერგეი გავრილოვის საქართველოში მორიგი ვიზიტის განზრახვის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს, ამჯერად, პირადი გეგმებით. ამის შესახებ Interfax წერს.

“მე ძალიან მინდა, მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს გავრილოვი.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ თბილისში ჩამოსვლაზე რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო.

ამავე თემაზე:

გავრილოვი შემოდგომაზე საქართველოში მოგზაურობას გეგმავს – Interfax

მასალების გადაბეჭდვის წესი