ახალი ამბები

სანტა კლაუსის მომსახურების ფასი საქართველოში

24 დეკემბერი, 2014 •
სანტა კლაუსის მომსახურების ფასი საქართველოში

სანტა კლაუსებისა და თოვლის ბაბუების პროგრამები ძირითად მუსიკალურია და სხვადასხვა გამოცანებს, ასევე, თამაშებსა და ცეკვებსაც მოიცავს. სანტა კლაუსი ან თოვლის ბაბუა სტუმრად მხოლოდ ტკბილეულს მოგიტანთ. საჩუქარი, რომელიც მან ბავშვს უნდა აჩუქოს, მშობლებმა უნდა შეიძინონ და სახლში შესვლამდე წინასწარ გადასცენ. სანტას შესაძლოა თან ელფები ან სხვა დამხამრე პერსონაჟებიც მოჰყვნენ, თუმცა ეს მომსახურების ფასს გაზრდის.

 

კომპანია Joy City hotsale.ge-ზე ფასდაკლების კუპონის შეძენის შემთხვევაში თოვლის ბაბუის მომსახურებას 49 ლარად გთავაზობთ. მომსახურებაში შედის თოვლის ბაბუის ვიზიტი და მისი მუსიკალური პროგრამა.

სანტას ,”სნეგურაჩკას”, თოვლის ბაბუის ან ფიფქიის გამოძახებას იგივე ფასად გთავაზობთ მეორე კომპანია “ეროვნული იმპერატივი”. საუბარი ამ შემთხვევაშიც 20-წუთიან ვიზტზეა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სანტას პროგრამა მოიცავს მისალოც შესავალ სიტყვას, შემდეგ ბავშვებს ათქმევინებს ლექსს, იცეკვებს ბავშვებთან ერთად, ეტყვის მხიარულ გამოცანებს და ბოლოს თვითონ იმღერებს.

 

კომპანიის განმარტებით, მხოლოდ თოვლის ბაბუის გამოძახება ფასდაკლების აქციის ფარგლებში 49 ლარი ღირს 100 ლარის ნაცვლად. თოვლის ბაბუასთან ერთად ფიფქიას ან სნეგურაჩკას გამოძახება- 79 ლარი.

 

საახალწლოდ თოვლის ბაბუის გამოძახებას სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ოჯახებში 70 ლარად გთავაზობთ კიდევ ერთი სერვისი, თუმცა, თუ თოვლის ბაბუის ვიზიტი 31 დეკემბრის 20:00 საათის შემდეგ გსურთ, მომსახურება 100 ლარი დაგიჯდებათ. როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუმარტეს, ისინი წინასწარ გადიან კონსულტაციებს მშობლებთან და ამის საფუძველზე ადგენენ პროგრამას: ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აქცენტი გააკეთონ ლექსებზე, სიმღერებზე, ცეკვებზე თუ სამივეზე ერთად.


დაკავშირების შემთხვევაში ეს თოვლის ბაბუა გესტუმრებათ
დაკავშირების შემთხვევაში ეს თოვლის ბაბუა გესტუმრებათ

ანიმატორთა კიდევ ერთი ჯგუფის, “ჰულა ჰუპის” შეთავაზებაში შედის სანტა-კლაუსის გამოძახება, პლუს 1 ანიმაციური გმირი (ფიფქია, მიკი მაუსი ლაპლანდიიდან ან ელფი) და მუსიაკალური dj. swoop.ge-ზე განთავსებული ფასდაკლების ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში (რომელიც 5 ლარი ღირს) 31 დეკემბერს დილიდან 21 საათამდე სანტა-კლაუსის და ორი ანიმაციური გმირის (მიკი მაუსი ლაპლანდიიდან, ფიფქია, ელფი) სტუმრობა 15–20 წუთით – 80 ლარი ღირს. 31 დეკემბრის საღამოს 21 საათიდან 1 იანვრის ღამის 05:00 საათამდე სანტა-კლაუსის და ორი ანიმაციური გმირის 15–20 წუთიანი სტუმრობა 100 ლარი ღირს, ხოლო 31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე სანტა-კლაუსის და ორი ანიმაციური გმირის ვიზიტი  150 ლარი დაგიჯდებათ. 1 იანვარს ზემოხსენებული გმირების 15–20 წუთიანი სტუმრობა 80 ლარი ეღირება.


სხვა განცხადებებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი