ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა

28 ივნისი, 2019 • 1414
რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დღეს სერგეი ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინს ესაუბრა.

როგორც აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, “ზოგადი განწყობა ასეთია, რომ შეძლებისდაგავარად შევინარჩუნოთ ის პოზიტივი, რაც მხარეებმა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში მიაღწიეს”.

აბაშიძის თქმით, საუბარში აღინიშნა, რომ ამისათვის მზადაა როგორც რუსული, ასევე ქართული მხარე.

“ახლა მთავარია ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და დააზიანოს უამრავი ჩვენი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები”, – თქვა აბაშიძემ.

მისივე თქმით, მან დააყენა ენგურის ხიდზე გასასვლელის ჩაკეტვის საკითხი  და ამას ყოვლად მიუღებელი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი