ახალი ამბები

ჩემი გადადგომა ან განმუხტავს, ან გააღრმავებს კრიზისს – გახარია

27 ივნისი, 2019 • 2094
ჩემი გადადგომა ან განმუხტავს, ან გააღრმავებს კრიზისს – გახარია

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა ირაკლი ჩიხლაძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას ჰკითხა, აცნობიერებს თუ არა “ქართული ოცნება”, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, გახარიას აზრით, მისი გადადგომა განმუხტავს თუ არა ამ კრიზისს.

“გადადგომა ან განმუხტავს, ან გააღრმავებს კრიზისს. ამ შეფასებებში მე არ შევდივარ. მე მაქვს კონკრეტული ამოცანები დღეს, რომლის ძირითადი გარემოება არის შემდეგი: პოლცია, რომელიც დღეს ამ ღონისძიების შემდეგ არის მისახედი და ასევე გამოძიება, რომელიც ჩვენ დაწყებული გვაქვს ორგანიზებული ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმის სახით, რომელიც არის ჩემი დასასრულებელი”, – თქვა გიორგი გახარიამ.

მას ასევე ჰკითხეს, თუ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები არ დასრულდა, გადადგება თუ არა, რაზეც მინისტრმა უპასუხა:

“ჩემი გადადგომა პრობლემა არ არის. მე შიმიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც. არ წამროადგენს ეს პრობლემას. მე აქ სავარძელში გადადგომა-არგადადგომის გამო არ ვზივარ”.

გახარიას თქმით, როდესაც ის შეასრულებს ზემოთ დასახელებულ ამოცანებს, “ყველანაირი პრობლემის გარეშე” გადადგება.

გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აქციისა, რომელიც უკვე მერვე დღეა თბილისში, პარლამენტის შენობასთან იმართება. აქციას თავდაპირველად სამი მოთხოვნა ჰქონდა: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომა, 20 ივნისის აქციისას დაკავებულების გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. ამ მოთხოვნებიდან მხოლოდ გახარიას გადადგომა არის შეუსრულებელი.

20 ივნისის აქციის დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციელები და ჟურნალისტები. პოლიციის ნასროლი რეზინის ტყვიებით თვალი დაკარგა ორმა ადამიანმა, არაერთმა ადამიანმა კი მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, მათ ნაწილს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი