ახალი ამბები

ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური გამოყენება ძალის – გახარია 20 ივნისის დარბევაზე

27 ივნისი, 2019 • 686
ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური გამოყენება ძალის – გახარია 20 ივნისის დარბევაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დროს სამართალდამცველების მიერ გამოყენებული ძალა ლეგიტიმური იყო.

გახარიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაუშვებელია ფიზიკური ძალადობით სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი. მისივე თქმით, ასევე დაუშვებელია იმ ადამიანების ბულინგი და მათზე თავდასხმა, ვინც სახელმწიფოს და კონსტიტუციის დაცვას ცდილობს.

სწორედ ამ დროს მას ჟურნალისტი ეუბნება, რომ დაუშვებელია ის დაზიანებები, რომლებიც სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს მიაყენეს; ასევე, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლაც. რაზეც გახარია აცხადებს:

“მე მინდა, რომ აგიხსნათ ერთი რამ –  თითეული ღირსეული პოლიციელი, ვინც კეთილსინდისიერად შეასრულა იმ მძიმე ღამეს თავისი ფუნქცია, ის ასრულებდა არა მხოლოდ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, ის თავის ქვეყანას ემსახურებოდა. და ასეთი ხალხი იყო რამდენიმე ასეული. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, რატომ არ გინდათ, რომ დავიწყოთ სააერთოდ მიზეზებით: რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ დაიწყო.

მე გეუბნებით, რომ ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური გამოყენება ძალის. სამწუხაროდ, ეს ადამიანები იყვნენ იძულებულნი გამოეყენებინათ სპეციალური აღჭურვილობა. ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. მაგრამ ის ნაწილი, როდესაც პროპროციულობაზე ვსაუბრობთ, და ჩვენ მართლა გვაქვს ჩვენ თვითონ დაფიქსირებული რამდენიმე მძიმე შეკითხვა და ვამბობთ, რომ მზად ვართ ამ შეკითხვებზე გვქონდეს სწორი, გამჭვირვალე და, იმედი მაქვს, საზოგადოებისთვის მისაღები რეაქცია, იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

და როდესაც ადამიანებს, რომლებიც ვალდებულნი არიან წლების განმავლობაში პასუხი აგონ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანრმთელობაზე და სიცოცხლეზე.. და როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაცამ რაღაც დააშავა, მოდით, ამაზე ვიმსჯელოთ – არის შემადგენლობა, რა თქმა უნდა,  ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებებნ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, უნდა გახდნენ სამართლის პროცედურების გარეშე ვიღაცის განსჯის საგანი.

როდესააც ჩვენ ვხდავთ ადამიანს, რომლის მოვალეობაცაა დაიცვას სამოქალაქო წესრიგი, ვიღაცის სუბიექტური გამოთქმების გამო მას ვაბრალებთ ათას უბედურებას. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის მისაყვანი ბოლომდე, არავინ ჩემ გარდაა ამ ღონისძიებაზე, პირველ რიგში, პასუხს არ აგებს. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი არის გასათვალისწინებელი“, – ამბობს გახარია.

გახარია ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მას შეუძლია 20 ივნისის ღამე დეტალურად, წუთების მიხედვით მოყვეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი “პირველი დონის შეფასებების გაკეთება“. თუმცა, მისი თქმით, ეს შეფასებები არ იქნება სრულყოფილი სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე.

“მე ვამბობ, რომ ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის, რომ შსს-მ და პოლიციამ ღირსეულად გაუძლოს იმ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა ამ ღამეს და ის შედეგები, რაც მივიღეთ, იმ პრობლემებით, რომელიც არის, ამ პრობლებემს თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისად ვუპასუოთ – ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა.

როდესაც მე ვამბობ, რომ ამ ღონისძიებაზე თავიდაან ბოლომდე პასუხს ვაგებ მე, რა თქმა უნდა, მე ვიქნები აქ, სანამ უსაფრთხოდ და ლეგიტიმური სამართლებრივი პროცეუდრების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი.

ისევე როგროც ამ გამოძიების შემდეგ აქ ვარ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ვიღებ. თუმცა ის, რაც მოხდა იქ, სისტემური პრობლემაა, რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგები უნდა მოჰყვეეს.  არის ორი განზომილება: პოლიტიკური და სამართლებრივი. თუ სამართლებრივ ნაწილში აღმოჩნდება, რომ იქ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა არის პოლიტიკური კომპონენტი და როდესაც ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს, სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების რღვევას, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ“,- განმარტავს შს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი