ახალი ამბები

ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა – გახარია 20 ივნისზე

27 ივნისი, 2019 •
ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა – გახარია 20 ივნისზე

დღეს, 27 ივნისს გიორგი გახარიამ ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც 20 ივნისს მოხდა, მისი პასუხისმგებლობაა.

“ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. ყველაფერი, მისი დაწყებიდან დასრულებამდე, და ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზგოადოებაში ხდება … როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალეკეულ ადამიანებს, მათ შორის, პოლიციელებს, როდესასც სამართლებრივი პროცედურები არ დაწყებულა – ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა.

ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად თავიანთ ფუნქციას ასრულებდნენ და იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს ამ ქალაქში და იძულებული გახდნენ ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინათ  – ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული შესაბამისად საზოგადოების მხრიდანაც“,- თქვა გახარიამ.

გახარია ასევე ამბობს, რომ გამოყენებული ძალის პროპორციულობის ნაწილში არსებობს კითხვის ნიშნები, რომელიც დეტალურადაა გამოსაძიებელი.

“კიდევ ერთხელ ავხსნი, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ, რა თქმა უნდა, მე  და მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად. მე ვთვლი, რომ პოლციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს კთხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი.

აბსოლტუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ ნაწილსა და პოლიტიკურ ნაწილს. საამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას არ იძიებს შსს – ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, ამაში მზად ვართ ჩაერთოს როგორც სახალხო დამცველი, ასევე, ყველა დაინტერესებული მხარე, სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპროციულობის ნაწილს –  მე ვარ აქ  და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ცდილობს, რომ ბულინგის სახით მოწუყოს საალხო სასამართლო, რაც ასევე მიუღებელია“,- ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი