ახალი ამბები

პროკურორმა ჯერ არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა მელიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას

27 ივნისი, 2019 • 806
პროკურორმა ჯერ არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა მელიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჯერ არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ნიკა მელიას გირაო შეეფარდა.

“როგორც ნახეთ, სასამართლოს შესაბამისი პროცედურების მიხედვით არ განუმარტავს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი, თუ რა არგუმენტებით მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ცოტა ხანში ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება და ამ დოკუმენტის შეფასების შემდეგ ვიმსჯელებთ, გავასაჩივრებთ თუ არა”,-აცხადებს პროკურორი.

დღეს, 27 ივნისს, მოსამართლე თემურ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე და მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი