ახალი ამბები

ნიკა მელიას პროცესი სასამართლოში პატარა დარბაზში იმართება, დიდი თავისუფალია

27 ივნისი, 2019 •
ნიკა მელიას პროცესი სასამართლოში პატარა დარბაზში იმართება, დიდი თავისუფალია

სასამართლო იხილავს ენმ-ის დეპუტატ  ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხს. პროცესი სასამართლოს პატარა დარბაზში იმართება, რის გამოც ჟურნალისტების და მელიას მხარდამჭერების დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პროცესზე დასწრებას.

მცირე დარბაზი, სადაც სასამართლო პროცესი იმართება, 50-მდე ადამიანს იტევს, იქვეა დიდი დარბაზიც, რომელშიც 150-მდე ადამიანი ეტევა და სადაც ახლა სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი