ახალი ამბები

13:38 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს

27 ივნისი, 2019 • 1371
13:38 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს

ლარი დოლართან ისევ უფასურდება. 13:38 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს. ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ანუ გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

დღეს, 27 ივნისს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ლარის გაუფასურება რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და ამით გამოწვეულ უარყოფით მოლოდინებს დაუკავშირა.

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაუწყო. დღეს, 27 ივნისს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.84 ლარი, ხოლო ერთი ევრო – 3.23 ლარი.

რუსეთიდან ტურისტების შემცირების შესახებ ინფორმაცია ლარზე აისახა – ეროვნული ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი