ახალი ამბები

სასამართლოში პატიმრობის საკითხის განხილვას მელიაც დაესწრება

27 ივნისი, 2019 • 618
სასამართლოში პატიმრობის საკითხის განხილვას მელიაც დაესწრება

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ნიკა მელია დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩანიშნულ სხდომას დაესწრება. მოსამართლემ ნიკა მელიასთავის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.

გუშინ, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი