ახალი ამბები

“ხვალ ისევ გელით საქართველოს სამსახურში” – პროტესტის მეშვიდე დღე ფერადად დასრულდა

26 ივნისი, 2019 • 982
“ხვალ ისევ გელით საქართველოს სამსახურში” – პროტესტის მეშვიდე დღე ფერადად დასრულდა

“ხვალ, 19.00 საათზე, ისევ გელით საქართველოს სამსახურში”- ამ სიტყვებით დაასრულეს აქციის მონაწილეებმა დემონსტრაცია პროტესტის მეშვიდე დღეს და 27 ივნისს აქცია კვლავ 19.00 საათზე დააანონსეს. მონაწილეები 27 ივნისს კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობას მოაწყობენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ.

დაშლამდე აქციაზე ფერადი კვამლი გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შერულებულია – “ოცნებამ” განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, თანაც- უბარიეროდ. ასევე, მართალია, ბრალდებულის სტატუსებით, მაგრამ უკვე გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც პოლიციამ 20 ივნისს, აქციის დარბევისას დააკავა.

ახლა დემონსტრანტები მესამე მოთხოვნის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომისთვის იბრძვიან და პროტესტს აგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი