ახალი ამბები

შაბათს თბილისში მსვლელობა “თავისუფლების მარში” გაიმართება

26 ივნისი, 2019 • 1157
შაბათს თბილისში მსვლელობა “თავისუფლების მარში” გაიმართება

აქციათა სერიის: “სირცხვილია”,  ორგანიზატორების განცხადებით, შაბათს, 19:00 საათზე რესბუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე “თავისუფლების მარში” გაიმართება.

ეს განცხადება აქციის ერთ-ერთმა მონაწილე შოთა დიღმელაშვილმა გააკეთა.

აქციის მონაწილეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო. სხვა მათი მოთხოვნები- ირაკლი კობახიძის გადადგომა, დაკავებულების გათავისუფლება და პროპორციული საარჩევნო სისტემა – ამ დროისთვის შესრულებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი