ახალი ამბები

მელიამ მოითხოვა, რომ ეს აქცია მისი დაცვის ღონისძიებად არ გადაიქცეს – მშვილდაძე

26 ივნისი, 2019 • 1047
მელიამ მოითხოვა, რომ ეს აქცია მისი დაცვის ღონისძიებად არ გადაიქცეს – მშვილდაძე

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიშა მშვილდაძის ინფორმაციით, ნიკა მელია ითხოვდა, რომ მისი სავარაუდო დაკავების საკითხი აქციაზე არ ეხსენებინათ. ამის შესახებ მშვილდაძემ აქციის მე-7 დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თვითონ ნიკა მელიამ კატეგორიულად მოითხოვა, რომ ეს აქცია არ გადაიქცეს მისი დაცვის ღონისძიებად. მან თქვა, რომ ის თვითონ დაიცავს თავს და მოითხოვდა, რომ საერთოდ არ გვეხსენებინა ნიკა მელია. მაგრამ რა იქნებოდა ჩვენი ქართველობა მაშინ, თუ ჩვენ ერთ ადამიანს მაინც მივატოვებთ სისტემასთან ბრძოლაში მარტო. მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ადამიანი თუ არა. რა იქნებოდა ჩვენი ქართველობა, თუ ჩვენ ფეხბეზე დავიკიდებდით სისტემის მიერ ჩაგრულ ადამიანს. ყველას აქვს დაცვის უფლება დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც”, – განაცხადა მშვილდაძემ.

საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე საათით ადრე თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე, 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი