ახალი ამბები

ჯაში მელიაზე: ვფიქრობ, შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღებაც

26 ივნისი, 2019 • 877
ჯაში მელიაზე: ვფიქრობ, შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღებაც

“ქართული ოცნების” დეპუტატი მარიამ ჯაში, რომელმაც მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ამბობს, რომ მისი აზრით, შესაძლებელი იყო ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება:

“მე თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან ბევრი მიზეზის გამო, არა იმიტომ, რომ სიმპათიები არსებობს, ალბათ ერთ-ერთი კოლეგაა, რომელთანაც ყველაზე ნაკლებად მაკავშირებს ნაცნობობა და თანამშრომლობა. მე მქონდა მთლი რიგი არგუმენტები. ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაც.

იყო ალტერნატივები, ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს თავად და, ვფიქრობ, შეიძლება უფრო ძლიერი პოზიციები ყოფილიყო ადგილზევე რეაგირებით, რომელიც ასევე კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით არის მოაზრებული. დღეს ყველამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიაჩნია სწორად”, – ამბობს მარიამ ჯაში.

დეპუტატები, ვინც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს – სია

მასალების გადაბეჭდვის წესი