ახალი ამბები

აშშ: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად

26 ივნისი, 2019 • 1150
აშშ: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად

აშშ-ის საელჩო 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს:

„მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“.

ამ განცხადებამდე 1 საათით ადრე საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.

დეპუტატები, ვინც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს – სია

მასალების გადაბეჭდვის წესი