ახალი ამბები

ელენე ხოშტარია: ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება

26 ივნისი, 2019 • 986
ელენე ხოშტარია: ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება

ელენე ხოშტარია, დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” ,  საბჭოთა სახალხო კრებას უწოდებს დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით. დეპუტატემა დღეს 91 -ით 0-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას. 

„ იმის მიუხედავად, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის –  სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რომელსაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და  არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი