ახალი ამბები

ოპოზიციის ბოიკოტი სხდომას, სადაც მელიას იმუნიტეტი უნდა მოუხსნან

26 ივნისი, 2019 • 1123
ოპოზიციის ბოიკოტი სხდომას, სადაც მელიას იმუნიტეტი უნდა მოუხსნან

ევროპული საქართველო და ენმ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

სხდომას ესწრება თავად ნიკა მელია, რომელიც დეპუტატებისთვის სიტყვით მიმართვას აპირებს.

ნიკა მელია პლენარულ სხდომაზე 26 ივნისს (2019)

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას და უწყებას მისცეს უფლება, დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პროკურატურის მოთხოვნას. იურიდიულ კომიტეტში კი მხარი დაუჭირეს 9 ხმით 3-ის წინააღმდეგ.

საკითხს დღესვე უყრიან კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები სწორედ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი