ახალი ამბებისაზოგადოება

რას ფიქრობენ რუსი ტურისტები პუტინის აკრძალვაზე – გამოკითხვა [ვიდეო]

26 ივნისი, 2019 • 1733
რას ფიქრობენ რუსი ტურისტები პუტინის აკრძალვაზე – გამოკითხვა [ვიდეო]

ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისის განკარგულებით მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დროებით აუკრძალა.

ეს განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვაა.

თბილისში, პარლამენტის წინ, გამართული აქციები და პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ განიხილეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზეც.

“ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუს დეპუტატების მიმართ შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, ექსტრემისტებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან ან იქ იმყოფებიან”, – ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამ აკრძალვას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერიც, დიმიტრი პესკოვიც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში “რუსოფობიული ისტერიაა“.

ნეტგაზეთი თბილისში რამდენიმე რუს ტურისტს ესაუბრა. რამდენიმესთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რამდენიმემ კი გვითხრა, რომ ერიდება რუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ საჯაროდ საუბარს.

ყველა ტურისტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ისინი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ხოლო მსგავსი აკრძალვები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არასწორი ნაბიჯია. 

რას ფიქრობენ რუსი ტურისტები პუტინის აკრძალვაზე

რას ფიქრობენ რუსი ტურისტები პუტინის აკრძალვაზე
ვრცლად: https://netgazeti.ge/news/375857/

Posted by netgazeti.ge on Wednesday, 26 June 2019

მასალების გადაბეჭდვის წესი