ახალი ამბები

მესმის, თქვენც გიტყდებათ ხელის დაჭერა – გოგორიშვილი “ოცნების” დეპუტატს

26 ივნისი, 2019 • 1225
მესმის, თქვენც გიტყდებათ ხელის დაჭერა – გოგორიშვილი “ოცნების” დეპუტატს

“მესმის, რომ თქვენც გიჭირთ ღილაკზე ხელის მიჭერა, მესმის, რომ თქვენც გიტყდებათ”, – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ქართული ოცნების” წევრს, გიორგი კახიანს. ამის საპასუხოდ  ანრი ოხანაშვილმა გოგორიშვილს ჰკითხა “თქვენ არ გიტყდებათ ამდენი ხანი “ნაციონალური მოძრაობაში” ყოფნა?”

გოგორიშვილმა ასევე თქვა, რომ თუ პარლამენტი პროკურატურას დაეთანხმება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მაშინ სასამართლოში ფორმალური განხილვა იქნება და ნიკა მელიას დააპატიმრებენ.

დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, განიხილავენ პროკურატურის მიმართვას მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ.

“მესმის, თქვენც გაქვთ ეს მორალური დისკომფორტი… თქვენ მისცემთ თანხმობას, რომ მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ ფორმალური პროცედურა გაატაროს რამდენიმე წუთში, ისევე როგორც დღეს დილაუთენია კომიტეტის სხდომა დანიშნეთ.  თუ არ იქნება პარლამენტის თანხმობა, სასამართლო ვერც კი იმსჯელებს ამ საკითხზე. აქედან გამომდინარე, თანხმობა ნიშნავს იმას, რომ მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლოს მწვანე აენთოს ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას ბრალი უკვე წარუდგინა და მის დაპატიმრებას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”.

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი