ახალი ამბები

“ბოლშევიკური ტერორი დაიწყო” – ოპოზიციის ერთობლივი ბრიფინგი მელიას საკითხზე

25 ივნისი, 2019 • 1135
“ბოლშევიკური ტერორი დაიწყო” – ოპოზიციის ერთობლივი ბრიფინგი მელიას საკითხზე

“პოლიტიკური დიალოგის მაგივრად ბოლშევიკური ტერორი დაიწყო”, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელმა, ენმ-ის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა ნიკა მელიას მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნის კომენტირებისას.

“ნიკა მელიას ქმედებებში არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ იყო, არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მისი, როგორც პარლამენტარის სტატუსს. მელია გამოიტანეს პარლამენტიდან ხელით და ქვემოთ ჩამოუშვეს ქუჩაში. ადამიანმა ერთადერთი რაც თქვა, იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს შევიდეს ამ შენობაშიო, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ვინახავთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგს, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან გაიმართა, სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ: რესპუბლიკელები, ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, თაკო ჩარკვიანი, ირაკლი ოქრუაშვილის გამარჯვებული საქართველო, ლეიბორისტები და ა.შ.

ევროპული საქართველის ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ივანიშვილი ოპოზიციის დაპირისპირებას ვერ შეძლებს.

ამავე თემაზე

მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი