ახალი ამბები

უკრაინა პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს წევრობას დროებით იჩერებს

25 ივნისი, 2019 • 2617
უკრაინა პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს წევრობას დროებით იჩერებს

რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის გამო უკრაინის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დროებით დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თქვა, რომ იმედგაცრუებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით.

უკრაინის დელეგაციის წევრებმა თქვეს, რომ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენა ნიშნავს უპატივცემულობას იმ ბრძოლის მიმართ, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს.

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს 2014 წლიდან ჩამორთმეული ჰქონდა ხმის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) და მხოლოდ პლენარულ სხდომებზე დასწრება შეეძლო. მას ხმის უფლება 25 ივნისს აღუდგა 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ.

რუსეთი კატეგორიულად ითხოვდა ხმის უფლების აღდგენას, წინააღდმეგ შემთხვევაში, ევროსაბჭოს საერთოდ დატოვებით იმუქრებოდა. თუ ეს მოხდებოდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ იჩივლებდნენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელთა გადაწყვეტილებების აღსრულება ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოა. ევროსაბჭოს წევრი ამ დროისათვის 47 სახელმწიფოა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

მასალების გადაბეჭდვის წესი