ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მოქალაქემ საქართველოში დიდი ოდენობით ოქრო უკანონოდ შემოიტანა

18 დეკემბერი, 2014 • • 966
შსს-ს ცნობით, მოქალაქემ საქართველოში დიდი ოდენობით ოქრო უკანონოდ შემოიტანა

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, 54 წლის საქართველოს მოქალაქე ნაზიკო შ. დააკავა.

 

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 510,64 გრამს იწონის და მათი საბაზრო ღირებულება 35 592 ლარს შეადგენს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი