საქართველოში ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი პუტინის ტურისტული ემბარგოს გამო დაწყებულ  კამპანიას შეუერთდა.

ბრიტანეთის ელჩი ტვიტერზე საქართველოს ფოტოებს აქვეყნებს და მეგობრებს მოუწოდებს, ამ ქვეყანას ესტუმრონ და ზაფხული აქ გაატარონ.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ “ტურისტული ემბარგო” ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. ბლოკადის საპასუხოდ ბიზნესისა და საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის.