ახალი ამბები

მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელთან “სირცხვილის კორიდორს” ამზადებენ

25 ივნისი, 2019 • 739
მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელთან “სირცხვილის კორიდორს” ამზადებენ

სირცხვილის კორიდორს ამზადებენ ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის შესასვლელთან.

“მოღალატე! მოღალატე!” – სკანდირებენ ამ დროისთვის პარლამენტის მეორე შესასვლელთან შეკრებილი ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებსაც აქციაზე საყვირები და ტრანსპარანტები აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სესიის დასრულებამდე იქნებიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, საიდანაც დეპუტატები ტოვებენ პარლამენტის შენობას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელიც პარლამენტის კარს იცავს.

ამ დროისთვის პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი