ახალი ამბები

Mountain Set: ყაზბეგში ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს

25 ივნისი, 2019 • 1449
Mountain Set: ყაზბეგში ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს

Mountain Set, რომელიც რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ატარებდა, აცხადებს, რომ ფესტივალის ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია. 

ფესტივალი Mountain Set: Kazbegi 28-30 ივნისს უნდა გამართულიყო, ინციდენტი კი ყაზბეგში გუშინ მოხდა. 

ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი”. 

როგორც შინაგან საქმეთა სმაინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 177 -ე [ქურდობა] და  187-ე [ ნივთის დაზიანება]. 

ფესტივალის ორგანიზატორებისგან განსხვავებით, პოლიცია აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ. 

25 ივნისს ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ცნობა, სადაც აღნიშნავენ, რომ “ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე”,  ინციდენტამდე კომპრომისზე წავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან და მერიასთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან ბიდარაში გადაიტანეს:

“თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოვჩნდით…”. 

ჩატარდება თუ არა ფესტივალი

ჯერჯერობით გაურკვეველია ფესტივალის ბედი, რომელზეც ბილეთები 40 -დან 100 ლარამდე ღირდა და უამრავ მსურველს აქვს შეძენილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ”, – აცხადებენ ორგანიზატორები და მიუთითებენ, რომ დღეს საღამოს გამოაცხადებენ ფესტივალის ახალ ლოკაციას და სრულ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი