ახალი ამბები

ნულოვანი ბარიერი შეიძლება არ აწყობდეთ მსხვილ პარტიებს – ჯაფარიძე

24 ივნისი, 2019 • 853
ნულოვანი ბარიერი შეიძლება არ აწყობდეთ მსხვილ პარტიებს – ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ნულოვანი ბარიერი შეიძლება არ აწყობდეთ მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებსაც სურთ, პატარა პარტიებს გაძლიერებაში ხელი შეუშალონ.

“გირჩი” კი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთადერთი სამართლიანი სისტემა და მზადყოფნას გამოთქვამს, ამ სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში ჩაერთოს.

“გირჩი” ერთადერთი პარტია იყო, რომელიც ინიციატივით გამოვიდა, რომ ყოფილიყო მთლიანად პროპორციული და უბარიერო სისტემა. ეს არის ერთადერთი სწორი და სამართლიანი სისტემა, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ნებისმიერი სხვა სისტემა აწყობთ მსხვილ მოთამაშეებს, რომ ხელი შეუშალონ პატარა პარტიებს შექმნასა და გაძლიერებაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი ფიქრობდეს წვრილი პარტიების უფრო ადვილად მიმხრობას და მისი გადმოსახედიდან უბარიერო და მრავალპარტიული სისტემა უსაფრთხო პოლიტიკური მომავლის შანსი იყოს.

“არაფერი გამოუვა. ამ სისტემაში ფულით რაც გამოდის, ისედაც ყველა ვხედავთ – მთელი ძალაუფლების ცენტრს აკონტროლებს. ნულოვანი ბარიერის სისტემაში შანსია, რომ “გირჩისნაირი” პრინციპული ძალები შევიდნენ პარლამენტში”, – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე.

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი