ახალი ამბები

“თამაში, რომელიც გაბრმავებს” – ხელოვანის გამოხმაურება 20 ივნისისა და შემდგომ მოვლენებზე

24 ივნისი, 2019 • 1425
“თამაში, რომელიც გაბრმავებს” – ხელოვანის გამოხმაურება 20 ივნისისა და შემდგომ მოვლენებზე

“თამაში, რომელიც გაბრმავებს”(BLINDING GAME) –  ხელოვანი შოთიკო აფციაური Windown Project-თან ერთად ამ სახელწოდების ინსტალაციით გამოეხმაურა 20 ივნისის ღამით თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და მოძრაობას ოკუპაციის წინააღმდეგ.

ნამუშევარი თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ვიტრინაში განთავსდა. ის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტების მიერ გამოყენებული ტყვიებითა და ჭურვებით, ასევე, ომის მეხსიერებასთან დაკავშირებული სხვა ნივთებითაა შექმნილი. ავტორმა ეს ატრიბუტები ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმიდან წამოიღო, რომელიც ადგილობრივი მკვიდრის, ლია ჩლაჩიძის ინიციატივით დაფუძნდა.

“ნამუშევარი ობიექტების მეშვეობით ჰყვება 2008 წლის აგვისტოს ომის სხვადასხვა ისტორიას. ხელოვანი თამაშობს ფერით, ტექსტით, კომპოზიციით, რაც ბავშვური უწყინარი თამაშებია. თუმცა ტექსტი და ობიექტები, რომლებიც აქ იყრიან თავს, იმ პოლიტიკური თამაშების ერთგვარ ალეგორიას წარმოადგენენ, რომლებსაც სიბრმავემდე მივყავართ და ამავდროულად თვალს გვიხელენ.

ობიექტები, რომლებიც თბილისის ცენტრში ვიტრინაშია გამოფენილი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არის შექმნილი ტყვიებით, ცეცხლითა და ჭურვებით. ისინი საოკუპაციო საზღვრიდან 50 მეტრში, ვიტრინაში გამოფენილი ნამუშევრიდან კი 110 კილომეტრში ინახება. ვუერთდებით სახალხო პროტესტს ხელოვნების გზით და ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას”, – წერია ინსტალაციის აღწერაში.

ეს რიგით მეორე ნამუშევარია, რომელიც შოთიკო აფციაურმა აგვისტოს ომის მუზეუმთან თანამშრომლობით შექმნა. პირველად ომგამოვლილი ნივთები 2018 წლის 16 ივლისს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფინა.

"თამაში, რომელიც გაბრმავებს"(BLINDING GAME) - შოთიკო აფციაურის ინსტალაცია. ფოტო: Windows Project

“თამაში, რომელიც გაბრმავებს”(BLINDING GAME) – შოთიკო აფციაურის ინსტალაცია. ფოტო: გურამ კაპანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი