ახალი ამბები

ხუთშაბათს პარლამენტში მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

24 ივნისი, 2019 • 950
ხუთშაბათს პარლამენტში მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხუთშაბათს, 27 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის თარიღი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განსაზღვრეს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს უფლება აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა.

ამასთან, მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტი გეგმავს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენას. გიორგი გახარიამ პარლამენტს სთხოვა, 20 ივნისის დარბევის საკითხზე სიტყვით გამოვიდეს პლენარულ სესიაზე.

ამავე თემაზე:

გახარია პარლამენტში გამოსვლას ითხოვს აქციის დარბევის საკითხზე

მასალების გადაბეჭდვის წესი