ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია NBA-ის ფანებს საქართველოში ეპატიჟება

24 ივნისი, 2019 • 634
ზაზა ფაჩულია NBA-ის ფანებს საქართველოში ეპატიჟება

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია NBA-ის გულშემატკივრებსა და უცხოელ ტურისტებს საქართველოში იწვევს. ფაჩულია კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმირ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. ტურისტული ემბარგო აამოქმედა. 8 ივლისის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდება.

“ყველა ჩემს გამომწერს (სოც.ქსელებში), NBA-ის ფანებს, მოგზაურებს, ღვინის მოყვარულებს, გურმანებს – დაპატიჟებული ხართ ამ შესანიშნავ ქვეყანაში”, – წერს ფაჩულია სოციალურ ქსელებში.

ამავე თემაზე

“ტრაგედია არ მომხდარა” – მაია სიდამონიძე პუტინის ტურისტულ ემბარგოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი