ახალი ამბები

მსვლელობა ავტომობილებით შსს-სთან გახარიას გადადგომის მოთხოვნით – ფოტოები

24 ივნისი, 2019 • 933
მსვლელობა ავტომობილებით შსს-სთან გახარიას გადადგომის მოთხოვნით – ფოტოები

ავტომობილების კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით გაემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს.

აქტივისტები 20 ივნისის დარბევის გამო შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. გთავაზობთ ნეტგაზეთის ფოტორეპორტაჟს აქციიდან.

აასცს


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით. თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი