ახალი ამბები

მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია – “ევროპული საქართველო”

24 ივნისი, 2019 • 1224
მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია – “ევროპული საქართველო”

პრინციპულმა ბრძლამ გამოიღო პირველი შედეგი, – ასე აფასებს  “ევროპული საქართველო” მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

როგორც “ევროპული საქართველოს” საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება რთული.

“ბრძოლა გრძელდება იმიტომ, რომ ვიცით, როგორ შეუძლია “ქართულ ოცნებას” პირობების გატეხვა”, – აღნიშნა მან.

“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და თანამდებობა უნდა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

“აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ერთი დღე ისინი ვაჭრობდნენ კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი, მაშინ როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო, ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლათ და დაესახიჩრებინათ ადამიანები. ეს ვერ შერჩება შს მინისტრს. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი. ამიტომ მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ შს მინისტრი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი