ახალი ამბები

24 ივნისს თბილისში 3 აქცია გაიმართება

24 ივნისი, 2019 • 2817
24 ივნისს თბილისში 3 აქცია გაიმართება

24 ივნისს თბილისში 3 საპროტესტო აქცია გაიმართება. ყველა მათგანი 20 ივნისის აქციის დარბევას ეხმაურება.

11 საათი, სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო აქტივისტებისა და იურისტების ჯგუფის (ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, ირაკლი კუპრაძე და სხვები) ორგანიზებით საპროტესტო აქცია 11 საათზე გაიმართება სააპელაციო სასამართლოსთან.

19 ივნისს რუსთაველს გამზირზე საზოგადოებამ გამოთქვა პროტესტი რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტის გამო. 20 ივნისს თბილისის ცენტრში დააკავეს 305 დემონსტრანტი, დაკავებისას დაშავდა ბევრი მათგანი. 21 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა დაკავებულების სასამართლო პროცესები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ სამართლიანი სასამართლოს ელემენტარულ სტანდარტებს. მოხვდნენ რა „მურუსიძე-ჩინჩალაძი კლანის“ სფეროში, დაკავებულებს პატიმრობები მიუსაჯეს მტკიცებულებების გარეშე, ხშირად მხოლოდ ერთი პოლიციელის სტანდარტული ჩვენების საფუძველზე. საზოგადოების პროტესტის შედეგად შეცვალა სასამართლოს პრაქტიკა დღის ბოლოს, როდესაც დაიწყო დაკავებულების გამოშვება და სასამართლო პროცესების გადადება. ეს გვაწრმუნებს დაკავებულების მიმართ ჩვენი სოლიდარობის აუცილებლობაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულებს, რათა საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ დაცული იქნას მათი სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოხდეს მათი გასამართლება არა პოლიტიკური დღის წესრიგის, არამედ კონსტიტუციის ჩარჩოებში. ჩვენ დავესწრებით სასამართლო პროცესებს, მონიტორინგს გავუწევთ დაკავებულების უფლებების დაცვას, მოვაგროვებთ ინფორმაციას დაკავაბულების შესახებ და, რაც მთავარია, მოვახდენთ საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზებას დაკავებულთა უფლებების დასაცავად. 24 ივნისს დაიწყება დაკავებულთა სააპელაციო საჩივრების განხილვა სასამართლოში. თითოეული თქვენგანის სოლიდარობა გადამწყვეტია. მოვუწოდებთ საზოგადოების აქტიურ ჯგუფებს, შემოუერთდნენ სოლიდარობის ჯგუფს. ჩვენ საზოგადოებას ვამყოფებთ საქმის კურსში პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით’, – აცხადებენ ორგანიზატორები.

14:00 საათი, მსვლელობა რეპუბლიკის მოედნიდან

14 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან შსს-ს მიმართულებით ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობას იგივე ადამიანები უკეთებენ ორგანიზებას, ვინც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მსვლელობას, სახელწოდებით – “სირცხვილია”.

19:00 საათი, რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება აქცია – “სირცხვილია”. აქციას 3 მოთხოვნა აქვს:

  • გიორგი გახარიას გადადგომა შს მინისტრის პოსტიდან
  • საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციულზე გადასვლა
  • 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი