ახალი ამბები

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მსვლელობას

23 ივნისი, 2019 • 834
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მსვლელობას

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით აპირებენ მსვლელობას. ამის შესახებ მათ დღეს განაცხადეს.

მსვლელობა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლების შემდეგ დაიწყება.

საპოლიციო ძალები ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან არიან მობილიზებული, რადგან მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსვლელობა ამ მიმართულებით იგეგმებოდა. გუშინ აქციის მონაწილეები მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ.

აქციათა სერიას, რომელსაც “სირცხვილია” ეწოდება, 3 მოთხოვნა აქვს: შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაკავებულების გათავისუფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი